თეგი: დიდი შვიდეული

G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

დიდი შვიდეულის სამიტზე გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის უკანონო აგრესიისა და პრეზიდენტი პუტინის დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა. „ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხში”, - აღნიშნა შარლ მიშელმა. დიდი შვიდეულის ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მტკიცედ განწყობილნი არიან მძიმე შედეგები დააკისრონ რუსეთს, მათ შორის, უკვე დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური ზომების სრულად განხორციელებით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენება. “ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან”, - აღნიშნავენ დიდი შვიდეულის ლიდერები. G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ.   

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

„დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა - გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე, - აღნიშნული განცხადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „დიდი შვიდეულის“ ყველა მინისტრი ერთსულოვანი იყო, რომ ეს არის არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა. „რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაზარალებულ კომპანიებს, არ დაემორჩილონ პუტინის მოთხოვნას“, - აღნიშნა ჰაბეკმა.  „რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

ენტონი ბლინკენი: „დიდი შვიდეული“ მზადაა, პუტინი პასუხისგებაში მისცეს

„დიდი შვიდეული“ (G7) მზად არის, პუტინი პასუხისგებაში მისცეს არაფრით პროვოცირებული არჩეული ომის გამო", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „G7 მზად არის, პასუხისგებაში მისცეს პრეზიდენტი პუტინი მისი არჩეული არაფრით პროვოცირებული ომის გამო და უზრუნველყოს, რომ ის უკრაინაში სტრატეგიულ მარცხს განიცდის უკრაინაში“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს  

G7-ის ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სფეროებში ინვესტირება აკრძალეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ეკონომიკის „საკვანძო სფეროებში“ ახალი ინვესტიციები აკრძალონ.  როგორც G7-ის ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი, ინვესტიციების აკრძალვას ექვემდებარება ენერგეტიკის სფეროც.  ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ „რუსული ბანკების გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის პროცესი გაგრძელდება“.  G7-ის ქვეყნების განცხადებაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებია დაანონსებული. კერძოდ ეს ეხება რუსეთის ელიტასა და მათ ოჯახებს.  „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ დააჩქარებენ რუსულ ენერგეომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად დასახულ გეგმას. ამავდროულად, ეტაპობრივად უარს იტყვიან რუსულ ქვანახშირზე.    5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვთან ერთად, „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაცია Kyodo-მ ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ რენტო მარსუდიზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი თქმით, ოფიციალურ „გალა-ვახშამს“ აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, კანადის, იაპონიის და ევროკავშირის საქმეთა მინისტრები არ დაესწრნენ. მოგვიანებით, ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაადასტურა. ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება. 

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო და უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხაზს უსვამენ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ტაივანის სრუტეში და მის ფარგლებს გარეთ. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბოლოდროინდელი და გამოცხადებული მუქარით, რაც არასაჭირო ესკალაციის რისკს იწვევს. ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედების საბაბად ვიზიტის გამოყენებას გამართლება არ აქვს. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ჩვეულებრივი და რუტინული პროცესია. ჩინეთის ესკალაციური პასუხი დაძაბულობის გაზრდისა და რეგიონის დესტაბილიზაციის რისკს იწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო ძალის გამოყენებით და არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას. „ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ გამჭვირვალედ და შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. გაეცანით სტატიებს ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია

რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური, ან ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება - „დიდი შვიდეული“

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიაში გამართულ შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში. "რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეში. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განზრახვა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.